მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “რთული სტარტის მიუხედავად სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია”

შჩესნი: “რთული სტარტის მიუხედავად სიტუაციის გამოსწორება შეგვიძლია”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ ჰაიფას „მაკაბისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც მან სიტუაცია რთულია, მაგრამ გუნდს შეუძლია ყველაფრის გამოსწორება და კარგი სეზონის ჩატარება.

„მსგავსი დამოკიდებულით უნდა ვითამაშოთ, როგორც „ბოლონიასთან“. ჩემპიონთა ლიგაზე რთული სიტუაცია გვაქვს, მაგრამ მშვიდად და თავდაჯერებული უნდა ვიყოთ. „მაკაბისთან“ 6 ქულის მოპოვებაა საჭირო, რათა „ბენფიკასთან“ თამაში გადამწყვეტი გავხადოთ.

პერინი? ჩვენ მეგობრები ვართ, არ მიკვირს მისი კარგი თამაში, ის ყოველთვის მზადაა დასახმარებლად, როგორც დიდებული მეკარე. ბევრი ასპექტია, რამაც სეზონის ასეთი დასაწყისი განაპირობა, ბევრი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ უკეთ თამაში გვმართებს. რამდენიმე მოთამაშე დაბრუნდა, სხვები ბრუნდებიან და დაგვეხმარებიან. ეს ამაღლებს გუნდის თვითშეფასების დონეს, მაგრამ რთულ პირობებშიც უკეთ უნდა ვითამაშოთ. ახლა წინ მნიშვნელოვანი თვენახევარია და შედეგებს უნდა მივაღწიოთ.

ვფიქრობ, გუნდს აქვს ყველა თვისება და საჭირო გამოცდილება, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და გაუმკლავდეს და ამ გამოწვევას. ჩვენ მზად ვართ მიუხედავად რთული სტარტისა და შეგვიძლია კარგი სეზონი გვქონდეს. ახლა, მწვრთნელი ჩვენი ფსიქოლოგია და გვმუხტავს. სამომავლოდ, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კრიზისი? ყოველთვის მირჩევნია რაღაცები მოედნიდან დავინახო, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ბევრი ასპექტია, რამაც ეს განაპირობა. უკეთ უნდა გვეთამაშა, ცუდი თვე გვქონდა. ტრავმა რომ მქონდა, თავს უსარგებლოდ ვგრძნობდი, გუნდს უჭირდა და ვერ ვეხმარებოდი. ეს ადვილი არ იყო“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მაკაბის“ შეხვედრა 5 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

“იუვენტუსმა” იანვარში შესაძლოა დანიელი მცველი დაიმატოს

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ბერგამოს „ატალანტასა“ და დანიის ნაკრების განაპირა მცველი იოაკიმ მაეჰლე დაიმატოს. 25 წლის …

რაბიო: “შეიძლება “იუვეში” დავრჩე ან წავიდე, ჯერ დრო მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ადრიენ რაბიომ ფრანგულ მედიასთან თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერს გამორიცხავს …