ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ ამერიკულ ტურნეზე ისაუბრა. როგორც პოლონელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, იქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა და ასევე ისაუბრა ანხელ დი მარიასა და პოლ პოგბაზე.
„ძალიან სასიამოვნო ტურნეა. ეს გამოცდილება ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გვაკლდა პანდემიის გამო და ახლა აქ ყოფნა შესანიშნავია. აქ ოფიციალურ მატჩს არ ჩავატარებთ, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში. ჩვენ უკვე ვითამაშეთ პირველი ამხანაგური მატჩი ლას ვეგასში, მაგრამ ახლა კიდევ ორი შეხვედრა გვაქვს „ბარსელონასთან“ და „რეალთან“, რითაც დონე ამაღლდება. სასიამოვნოა საკუთარი თავის საუკეთესოებთან გამოცდა.
დი მარიამ და პოგბამ გუნდში გამოცდილება მოიტანეს. ჩვენი შემადგენლობა საკმაოდ ახალგაზრდულია და ახალგაზრდებს მათგან მხოლოდ სწავლა შეუძლიათ. გარდა ამისა, ჩვენ ვსაუბრობთ ორ მოთამაშეზე, რომლებსაც წარმოუდგენელი ხარისხი აქვთ. მათი წვლილი მოედანზე მნიშვნელოვანი იქნება და იმედი მაქვს, რომ ისინი დაგვეხმარებიან“, – თქვა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ჩივასი“ 2:0 დაამარცხა, მომდევნო ამხანაგურ მატჩს კი 27 ივლისს, „ბარსელონასთან“ ჩაატარებს.