მთავარი / სიახლეები / ბასტონი: “ამ სეზონში იუვე” ყველაზე სახიფათო მეტოქე იქნება”

ბასტონი: “ამ სეზონში იუვე” ყველაზე სახიფათო მეტოქე იქნება”

მილანის „ინტერის“ ცენტრალურმა მცველმა ალესანდრო ბასტონიმ განაცხადა, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ახალ სეზონში ყველაზე სახიფათო მეტოქე იქნება.

როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, „იუვე“ ძალიან გაძლიერდა, თუმცა „ინტერშიც“ იციან თავიანთი შესაძლებლობები.

„იუვე“ ძალიან გაძლიერდა და ყველაზე სახიფათო მეტოქედ მიმაჩნია. ბევრი ძლიერი ფეხბურთელი დაიმატეს, როგორებიც არიან დი მარია, პოგბა და ბრემერი. ეს საბრძოლო ხომალდი იქნება. თუმცა, „ინტერიც“ ძლიერია, ჩვენ ვიცით ჩვენი თვისებები და ძალა“, – თქვა ბასტონიმ.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალი სეზონი 13 აგვისტოს დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …