მთავარი / სიახლეები / ფირმინოს “იუვენტუსში” გადასვლა რეალური ხდება

ფირმინოს “იუვენტუსში” გადასვლა რეალური ხდება

ტურინის „იუვენტუსი“ ვლაჰოვიჩის დუბლიორს ეძებს და მასიმილიანო ალეგრის ფავორიტი ალვარო მორატაა, მაგრამ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ესპანელი ფორვარდის კიდევ ერთხელ დაბრუნებაზე მოლაპარაკებები გართულებულია.

ამის ფონზე კი, Corriere Dello Sport-ი იტყობინება, რომ ტურინული გრანდი ძალიან მიუახლოვდა რობერტ ფირმინოს ტრანსფერს. ბრაზილიელ ფორვარდს „ლივერპულის“ დატოვება სურს, რადგან იურგენ კლოპის ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს.

ფირმინოს კონტრაქტი ინგლისელებთან 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გასხვისების წინააღმდეგი არც „ლივერპულია“. ფირმინოს სანაცვლოდ „იუვე“ 22 მილიონი ევროს გადახდაზე თანახმა იქნება.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის რობერტო ფირმინოს „ლივერპულში“ 327 შეხვედრაში 98 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ფიგეირენსესა“ და „ჰოფენჰაიმის“ ღირსებას იცავდა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …