ფლორენციის „ფიორენტინას“ პრეზიდენტმა როკო კომისომ განაცხადა, რომ დუშან ვლაჰოვიჩის აგენტები მატყუარები არიან და ფეხბურთელი „იუვენტუსთან“ მანამდეც შეთანხმებული იყო.
„ვლაჰოვიჩმა ბოლო შეხვედრისას გამარჯობას არ მითხრა. ეს ჩემთვის და ვინც „ფიორენტინაში“ მუშაობს ძალიან რთული იყო. ნოემბერში გვინდოდა მასთან კონტრაქტის განახლება, მაგრამ მისი აგენტები მატუარები არიან. ველოდებოდი პასუხს, მეორე დღეს დავნიშნეთ შეხვედრა და მერე გვითხრეს, რომ 8 მილიონს ითხოვნდნენ ხელფასს. არ მესმის ჩემს მიმართ გამოთქმული კრიტიკა. გარდა ამისა, აგენტებმა საკომისიოც მოითხოვეს. მათ გამდიდრება როკო კომისოს ხარჯზე უნდოდათ. ფაქტია, რომ ვლაჰოვიჩი სხვა კლუბთან შეთანხმებული იყო და როგორც აღმოჩნდა, „იუვენტუსთან“, – თქვა კომისომ.
შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ 75 მილიონ ევროდ გადავიდა და კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.