ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივრების შიში სამწუხაროდ გამართლდა – ფედერიკო კიეზა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
24 წლის ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარა, რომელმაც მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების სერიოზული დაზიანება აჩვენა და ფეხბურთელს ოპერაცია უახლოეს დღეებშ ჩაუტარდება. ეს ძალიან სერიოზული ტრავმაა, რის გამოც ფედერიკო მინიმუმ 6 თვე მოედანზე ვერ გავა და შესაბამისად, მისთვის ეს სეზონი დასრულდა.
კიეზა ასევე დააკლდება იტალიის ნაკრებს მარტში, მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებში. ამრიგად, მას მხოლოდ მომდევნო სეზონში უნდა ველოდოთ მოედანზე, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ მომდევნო სეზონის სტარტიც გამოტოვოს.
ფედერიკო კიეზამ 2021-2022 წლების სეზონი ყველა ტურნირზე ჩატარებული 18 მატჩით, 4 გოლით და 4 საგოლე პასით დაასრულა.
Le condizioni di @federicochiesa https://t.co/phfsgUtbJG pic.twitter.com/63iKHuNDwf
— JuventusFC (@juventusfc) January 10, 2022