მთავარი / სიახლეები / ფედერიკო კიეზა: “ალეგრისთან სიამოვნებით ვიმუშავებ”

ფედერიკო კიეზა: “ალეგრისთან სიამოვნებით ვიმუშავებ”

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ძირითადად სანაკრებო თემებზე ისაუბრა, მაგრამ შეკითხვას მასიმილიანო ალეგრიზეც უპასუხა.

„ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ამაზე ვოცნებობთ. გზა ბოლომდე რომ გავიაროთ, ძალიან ძლიერ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ, როგორიცაა ბელგია და საფრანგეთი, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. შესაბამისი სიმწიფე გვაქვს მათ წინააღმდეგ სათამაშოდ.

მწვრთნელს 26 ფეხბურთელი ჰყავს და ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. არ არსებობს ძირითადის წევრი 11 ფეხბურთელი, ასეთი 26 ფეხბურთელია და ვიმეორებ, როცა ჩვენი ჯერი მოვა, მზად უნდა ვიყოთ. მიზნის მისაღწევად ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. მიზანი დიდია, მაგრამ ერთიანები უნდა ვიყოთ და ყველანი მზად უნდა ვიყოთ გუნდის დასახმარებლად. როდესაც მწვრთნელი შანსს მომცემს, მზად ვიქნები. ყოველთვის მაქვს იმედი, რომ ვითამაშებ, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას ასევე ყოველთვის ვეთანხმები. მე „იუვენტუსის“ მენტალიტეტი მაქვს და ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვი. ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ამაღელვებელი იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშიც დიდი ემოციაა.

უელსი ძლიერი გუნდია, ძალიან მყარი, რომელთანაც ბრძოლა მოგვიწევს. მათ მართლაც მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ საერთაშორისო დონეზე, პირველ რიგში გარეთ ბეილი. რემზი ძალიან ჭკვიანი და ძლიერი ფეხბურთელია, მას საკმარისი ხარისხი აქვს. სამწუხაროდ, ის გასულ სეზონში ტრავმებით დაიტანჯა. ჩვენ მოედანს მიღმა მეგობრები ვართ.

მინდა მთელი გუნდის სახელით ბონიპერტის ოჯახს მივუსამძიმრო. იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ხატი წავიდა.

ერიკსენი? ამ ფაქტმა ყველაზე იმოქმედა. ცოტა ხნის დასრულებული გვქონდა ამხანაგური მატჩი, როცა ეს გავიგეთ და ლოცვა დავიწყეთ. ამან დამაფიქრა ცუდ მომენტებზე, დავიდე ასტორის გარდაცვალებაზე. საბედნიეროდ, ერიკსენი ახლა კარგად არის.

ალეგრი? მასთან ჯერ არ მისაუბრია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და პირლოს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემი ნდობისთვის. როდესაც „იუვენტუსში“ დავბრუნდები, შევხვდები ალეგრის და მასთან ერთად სიამოვნებით ვიმუშავებ“, – თქვა კიეზამ.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა დიდებული სეზონის მიუხედავად, ჯერჯერობით რობერტო მანჩინის სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება და ორივე შეხვედრაში მხოლოდ შეცვლაზე ითამაშა.

შემთხვევითი სიახლე

მარკიზიო: “ვერ ვიგებ, რატომ უჭირს “იუვეს” პატარა გუნდებთან თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ კლაუდიო მარკიზიომ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისთვის გაუგებარია, რატომ უჭირს „იუვეს“ …

“იუვენტუსის” წლიური ანგარიში და სარეკორდო ოდენობის ზარალი

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორთა საბჭომ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც, გაირკვა, რომ კლუბმა სარეკორდო ზარალი განიცადა. …