ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ ფედერიკო კიეზას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. როგორც კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ფეხბურთელს ტრავმა არ აღენიშნება, მაგრამ უნდა დაისვენოს და მისი მდგომარეობა დღითიდღე შეფასდება.
კიეზა “ინტერთან” მატჩში მოედანზე 66-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ 17 წუთის შემდეგ შეცვალეს, რადგან პრობლემა ჰქონდა. მსგავსი რამ მანამდე “ფრაიბურგთან” ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაშიც მოხდა. სავარაუდოდ, სანაკრებო პაუზის შემდეგ ფედერიკო მზად იქნება.
კიეზა გამოძახებული იყო იტალიის ნაკრებში ინგლისისა და მალტის ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ, მაგრამ ის სანაკრებო შეკრებას არ შეუერთდება. ამრიგად, ტურინში დარჩება და მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაისვენებს, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.