ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელის, ფედერიკო კიეზას ოპერაცია გადაიდო. იტალიელს მუხლზე ქირურგიული ჩარევა ოთხშაბათს ინსბრუკში უნდა ჩატარებოდა, მაგრამ რამდენიმე დღით გადადეს.
ფეხბურთელი გაციებულია და მიზეზი ეს გახდა. მას ტესტირება ჩაუტარდა, მაგრამ კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ასე რომ, რამდენიმე დღეში ოპერაცია გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზამ ჯვარედინი მყესების დაზიანება მიიღო და მოედანზე მიმდინარე სეზონში ვერ გავა.