მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “კოლეგების მხრიდან დაფასება ყველაზე მთავარია”

ბონუჩი: “კოლეგების მხრიდან დაფასება ყველაზე მთავარია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი ფიფას 2021 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. იტალიელმა ფეხბურთელმა ამ აღიარების შემდეგ „იუვეს“ ტელევიზიასთან კომენტარი გააკეთა.

„რას ნიშნავს ეს აღიარება ჩემთვის? კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ ჩემი კოლეგები მაღიარებენ და მაფასებენ, რაც ყველაზე მთავარია ამ საქმეში. ისინი აღიარებენ იმის მნიშვნელობას, რასაც მოედანზე ვაკეთებ, ეს ყოველთვის, რაღაც მეტია. მშვენიერი 2021 წელი იყო, ევროპის ჩემპიონატით და „იუვესთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით, ისევე, როგორც ახალი სეზონის დაწყება. ჩემთვის შესანიშნავი წელი იყო, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს, დასამატებელი ცოტაა.

„იუვე“? მნიშვნელოვანი იყო სტაბილურობის მოპოვება, ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობთ. პირდაპირ კონკურენტებთან მატჩები მნიშვნელოვანი პასუხი უნდა იყოს ჩვენთვის და მათთვის, ვინც ამბობს, რომ აღარ გვშია“, – თქვა ბონუჩიმ.

აქვე გეტყვით, რომ 2021 წლის ქალთა გუნდის სიმბოლურში მოხვდა “იუვენტუსის” ქალთა გუნდის ფეხსბურთელი ბარბარა ბონანსეა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …