ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსი“ ფედერიკო კიეზას გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, განსაკუთრებით მორალურად.
კიეზა „იუვენტუსის“ პირველი იტალიელი ფეხბურთელი გახდა ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 4 მატჩში გოლი გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
დელ პიეროს ეს შედეგი 1997 წელს აქვს დაფიქსირებული. კიეზამ კი კიევის „დინამოს“, „პორტუს“ (ორ მატჩში) და „ჩელსის“ ჯამში 5 გოლი გაუტანა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ H ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 2 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ გამართავს.