მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაჯოლი: “თამაშიდან თამაშამდე ვფიქრობთ და ეს ჩვენი ძალაა”

ფაჯოლი: “თამაშიდან თამაშამდე ვფიქრობთ და ეს ჩვენი ძალაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ნიკოლო ფაჯოლიმ „ტორინოსთან“ (4:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, თამაშიდან თამაშამდე ფიქრობენ, რაც ძალიან კარგია.

„ორჯერ შევძელით ანგარიშის გათანაბრება რთული გუნდის წინააღმდეგ, ბედნიერები ვართ ამ ფუნდამენტური გამარჯვებით და ჩემპიონატში ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. გვინდა თამაშიდან თამაშამდე ვიფიქროთ და ეს არის ჩვენი ძალა.

ბარენეჩეა? მშვიდად ითამაშა, ბედნიერი ვარ მის გამო, მისი თამაშით, ძალიან მომეწონა. პოგბა? ის ფენომენია, რომელმაც რთული პერიოდი გამოიარა და ყველანი ბედნიერი ვართ მისი დაბრუნებით.

ალეგრიმ თქვა, რომ საუკეთესო თამაში მქონდა? ბედნიერი ვარ მისი სიტყვების გამო, მაგრამ ვფიქრობ პირველ ტაიმში გამიჭირდა, რამდენიმე არაზუსტი არჩევანი გავაკეთე, სწორი პოზიციის შერჩევაც ვერ მოვახერხე, მაგრამ მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშე, უფრო ინტენსიური ფეხბურთი“, – თქვა ფაჯოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 5 მარტს, სტუმრად „რომასთან“ ჩაატარებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …