მთავარი / სიახლეები / ფაჯოლის აგენტი: “ნიკოლო ალეგრისა და მანჩინისთვის საჭირო მოთამაშე გახდება”

ფაჯოლის აგენტი: “ნიკოლო ალეგრისა და მანჩინისთვის საჭირო მოთამაშე გახდება”

ნიკოლო ფაჯოლის აგენტმა ანდრეა დ’ამიკომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მუშაობს, რომ ფაჯოლი „იუვენტუსში“ დიდხანს დარჩეს. როგორც მან თქვა, ნიკოლო მასიმილიანო ალეგრის გარდა, რობერტო მანჩინისთვისაც საჭირო ფეხბურთელი გახდება.

„ფაჯოლის ამ პროგრესში „იუვეს“ დამსახურებაა. ახლა ნიკოლო მზადაა, უფრო მეტად მომწიფებულია, რომ ითამაშოს, ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ეს ძირითადი შემადგენლობიდან მოხდება თუ შეცვლაზე. ფაჯოლი ალეგრისთვის გამოსადეგი ფეხბურთელი იქნება და ჩვენ ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს „იუვენტუსში“. გარდა ამისა, ნიკოლო შეიძლება ფასდაუდებელი მოთამაშე იყოს რობერტო მანჩინის პროექტისთვისაც“, – თქვა დ’ამიკომ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლიმ წინა ტურში „ლეჩესთან“ გამარჯვების გოლი გაიტანა, შემდეგ კი „პარი სენ ჟერმენთან“ შესანიშნავად ითამაშა.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …