მთავარი / სიახლეები / დანილო: “ფაჯოლი და მირეტი ფოდენს მაგონებენ”

დანილო: “ფაჯოლი და მირეტი ფოდენს მაგონებენ”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის, ფაბიო მირეტისა და ნიკოლო ფაჯოლიზე.

„ჩვენი მიზანი პირველი ადგილია, რომელსაც 10 ქულით ჩამოვრჩებით. არ ვამბობ, რომ კარგი პერიოდი გვაქვს, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა მაღლა ვიყუროთ, რადგან ამ დამოკიდებულებით შეგვიძლია მიზანს მივაღწიოთ. როცა მოედანზე არ ხარ, ლაპარაკი ადვილია. „ლეჩესთან“ გამარჯვებაში ძალა დავინახე. ფეხბურთში, ისევე, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ცუდი მომენტები არსებობს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ფეხზე წამოდგომა. გარდა გამარჯვებისა, მნიშვნელოვანი იყო დამოკიდებულება, რომელიც სწორი გახლდათ.

ახალგაზრდები ფოდენს მაგონებენ. როცა „მანჩესტერ სიტიში“ ვიყავი, ის 17 წლის იყო, მის თვალებში ვხედავდი, რომ არსებობდა სწავლის, გაუმჯობესების სურვილი, რათა საუკეთესოებთან ეთამაშა. აქ, „იუვეში“ ახლა ვხედავ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან მირეტი და ფაჯოლი, რომლებსაც თვალებში ეს სურვილი აქვთ და ჩვენც დამატებით სტიმულს გვაძლევენ. ხშირად ვცდილობ მათთან დალაპარაკებას, რჩევის მიცემას და ეს პირველ რიგში მეც მჭირდება. ეს მაძლევს მოტივაციას, რომ მათთან უფრო ახლოს ვიყო.

ამჟამად მირეტის და ფაჯოლის დახმარება ძალიან გვჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი ბავშვობიდან „იუვეში“ არიან. აქ ყოფნისთვის არ არის საჭირო მხოლოდ ფეხბურთის თამაში იცოდე, არამედ უნდა გქონდეს შესაბამისი უნარები, რომ აქ იყო გადამწყვეტ და ყველაზე რთულ მომენტებში. მომავალშიც მათ გუნდისთვის ბევრი რამის მიცემა შეუძლიათ, ეს უდავოა.

პოგბა? „იუვენტუსი“ მისთვის სახლია, ჩემთვის ნამდვილად სამწუხაროა მისი არყოფნა. ვხედავ მას და ვგრძნობ, რომ მას ნამდვილად სურს დაბრუნება და გუნდში თავისი წვლილის შეტანა.

„ინტერთან“ თამაში? გასულ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გვქონდა, მაგრამ წავაგეთ. მათ გაიტანეს, ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ და ჩვენთვის ის 3 ქულა ჩემპიონობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამ წაგების შემდეგ თავდაჯერება დავკარგეთ. მჯერა, რომ წელს ყველაფერი სხვაგვარად შეიძლება განვითარდეს. პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ ვფიქრობ, კარგად თამაში შეგვიძლია და კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ.

ჩემი კერპები? ჩემი მშობლები არიან, მათ ძალიან ბევრი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენ კარგ ადამიანებად გავზრდილიყავით. ყველაზე ძლიერი მეტოქე? ნეიმარი. მატჩი, რომლის დავიწყება მსურს? 2019 წლის კოპა ამერიკის ფინალი. ყველაზე ხშირად მუსიკას ვინ უსმენს? კინი. ყველაზე ცუდად ვინ იცვამს? მაკკენი“, – თქვა დანილომ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …