მთავარი / სიახლეები / ფაჯიოლი: “ჩემი ოცნება “იუვეში” დაბრუნებაა”

ფაჯიოლი: “ჩემი ოცნება “იუვეში” დაბრუნებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ საკუთრებაში მყოფმა ნიკოლო ფაჯიოლიმ, რომელიც „კრემონეზეში“ იჯარით თამაშობს, განაცხადა, რომ მისი ოცნება „იუვეში“ დაბრუნებაა.

„მინდა აქ კარგი სეზონი ჩავატარო, კარგი იქნება თუ კასტროვილის მივბაძავ, რომელმაც „კრემონეზედან“ იტალიის ნაკრებამდე გზა ძალიან სწრაფად გაიარა. ეროვნული ნაკრები ყველა ფეხბურთელის ყველაზე დიდი ბედნიერებაა.

„იუვეში“ დაბრუნება? ამის იმედი ნამდვილად მაქვს. ჩემი ოცნება ყოველთვის იყო „იუვეში“ თამაში. თუმცა, ახლა მხოლოდ „კრემონეზეში“ მაქსიმუმის ჩვენებაზე უნდა ვიფიქრო“, – თქვა ფაჯიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯიოლი „იუვენტუსის“ აკადემიაში 2015 წელს მოხვდა, 2018 წლიდან 23-წლამდე გუნდში თამაშობდა, ხოლო გასულ სეზონში „იუვეს“ მთავარ გუნდში ორი მატჩი ჩაატარა. ტურინელებმა 20 წლის ცენტრალური ნახევარმცველი სერია B-ს ბინადარ „კრემონეზეში“ გაანათხოვრეს, რომლის მაისურით 6 თამაშში უკვე მოასწრო 2 გოლის გატანა და მათ შორის, ერთ-ერთი „პარმასთან“, ყოფილი თანაგუნდელის, ჯანლუიჯი ბუფონის კარში.

შემთხვევითი სიახლე

სარი: “არასდროს მითქვამს, რომ “იუვეს” ამ შემადგენლობის გაწვრთნა შეუძლებელია”

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, არასდროს …

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “ლაციოსთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ რომის „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მოახლოებულ …