ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეცხრე ტურში სტუმრად მილანის „ინტერს“ დაუზავდა (1:1). გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებს.
3 – პაულო დიბალა „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ინტერს“ ზედიზედ სამ მატჩში გოლი გაუტანა სამქულიან ეპოქაში (1994 წლიდან).
18 – პაულო დიბალას სერია A-ში 20 პენალტი აქვს შესრულებული და 18 გაიტანა, მათ შორის, ბოლო 5.
28 – დიბალა მოედანზე 28-დღიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მაშინვე გოლი გაიტანა. მან თავი მანამდე „სამპდორიასთან“ ბოლო მატჩშიც გამოიჩინა.
5 – ჯორჯო კიელინის შეხვედრაში ყველაზე მეტი დაბლოკვა ჰქონდა (5).
1 – „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრაში 2019 წლის აპრილის შემდეგ პირველად დასრულდა ფრედ (1:1).