მთავარი / სიახლეები / სერია A / “ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეცხრე ტურში „ინტერთან“ ქულა პაულო დიბალას პენალტით გადაარჩინა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.

შჩესნი 6 – გოლში მისი ბრალეულობა არ არის.

დანილო 6 – არ ბრწყინავდა, როგორც სხვა დროს, მაგრამ დაცვაში საუკეთესო იყო.

ბონუჩი 5.5 – ჯეკო თამაშგარეში სწორედ მისი არასწორი პოზიციის გამო არ დარჩა და გოლი გაიტანა. შემდეგ ნაწილობრივ გამოისყიდა დანაშაული, მაგრამ საუკეთესო არ იყო და ეს ჩანდა.

კიელინი 5.5 – დე ლიხტთან კონკურენცია მოიგო, მაგრამ ჩვეულებრივზე ბევრი პრობლემა ჰქონდა.

კუადრადო 6 – პირველ ტაიმში ერთადერთი იყო, ვინც გეგმას მიჰყვებოდა, მეორე ტაიმში მოუკლო.

კიეზა 6.5 – რეალურად თითქოს განსაკუთრები ხიფათი არ შეუტანია, მაგრამ მის გარეშე „იუვეს“ თითქოს სული არ აქვს.

მაკკენი 5.5 – ბევრს დარბოდა, მაგრამ როდესაც ბურთს იღებდა, მნიშვნელოვანს ვერაფერს აკეთებდა.

არტური შ.გ – მან ბოლო წუთები ითამაშა, მაგრამ გუნდს ეს დადებითად დაეტყო.

ლოკატელი 6 – პირველი ტაიმი უარყოფითი ჰქონდა, მეორე ტაიმში თავი ასწია, მორატას შესანიშნავი პასი მისცა, მაგრამ მხოლოდ ეს იყო.

კაიო ჟორჟე შ.გ – ბრაზილიელმა ბოლო წუთები ითამაშა.

ბერნარდესკი 5.5 – არ გაუმართლა, რომ ტრავმის გამო გუნდი ზუსტად გოლის მომენტში 10 კაცით დატოვა. ტრავმამდე მან ბევრი შეცდომა დაუშვა.

ბენტანკური 5.5 – გაუხურებლად ჩაერთო თამაშში და ბერნარდესკიზე უკეთესი არაფრით იყო.

ალექს სანდრო 6.5 – მანამც რამდენიმე შეცდომა დაუშვა და პოტენციურად სახიფათო ბურთები დაკარგა. თუმცა, სწორად მან გამოიმუშავა პენალტი.

კულუშევსკი 5 – ზუსტად იგივე თამაში ჰქონდა, რაც „ნაპოლისთან“, როცა ასევე ძირითადში იყო.

დიბალა 7 – ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა და „ბიანკონერის“ შეტევა შეცვალა. პენალტი აჯობა ჰანდანოვიჩს, რომელიც ამ კომპონენტში ძალიან ძლიერია.

მორატა 5.5 – ის კარგად იწყებს, მაგრამ შემდეგ პრაქტიკულად მარტო უწევდა „ინტერის“ სამ მცველთან თამაში. ერთი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, როცა ჰანდანოვიჩის პირისპირ იყო, მაგრამ თავით ცუდად დაარტყა.

ალეგრი 5.5 – „იუვემ“ თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და რეაგირება მხოლოდ კიეზასა და დიბალას მოედანზე გასვლის მერე შეძლო, რომლებიც მან თამაშში დაგვიანებით ჩართო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …