მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “სპეცია” – “იუვეს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “სპეცია” – “იუვეს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „სპეცია“ მოიზე კინისა და ანხელ დი მარიას გოლებით დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ ფაქტებსა და სტატისტიკას.

სერია A-ს ფეხბურთელებს შორის მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიამ (12) გააკეთა უფრო მეტი საგოლე პასი ყველა ტურნირზე, ვიდრე ფილიპ კოსტიჩმა (9) მიმდინარე სეზონში.

2023 წლიდან ანხელ დი მარია არის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა სერია A-ში (3 გოლი და 2 საგოლე პასი). 2021 წლის აგვისტოს შემდეგ ფიდეოს საჯარიმოს გარედან გოლი არ ჰქონდა გატანილი „სპეციასთან“ მატჩამდე.

მხოლოდ „ბარსელონამ“ და „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეინახეს უფრო მეტჯერ კარი მშრალად (18), ვიდრე „იუვენტუსმა“ ტოპლიგებში (16). საუბარია მიმდინარე სეზონში. „იუვემ“ სერია A-ს ბოლო 6 საგარეო მატჩიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა, ეს იმდენივეა, რამდენიც მანამდე 37 გასვლით მატჩში ჰქონდა.

მოიზე კინმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა და ეს იმდენივეა, რამდენიც გასულ სეზონში მთლიანად გაიტანა (32 მატჩში). ყველა ტურნირზე კი მის ანგარიშზე 7 გოლია. მხოლოდ 2020-2021 წლების სეზონში პსჟ-ს მაისურით გაიტანა მან უფრო მეტი გოლი ერთ სეზონში.

„იუვენტუსმა“ სერია A-ში ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან 6 მოიგო (1 წაგება). ამ პერიოდში არცერთ გუნდს არ მოუგია სერია A-ში უფრო მეტი თამაში (ასევე 6 მოგება აქვს „ნაპოლის“).

ლეონარდო ბონუჩი ფრანჩესკო იანიჩს გაუტოლდა და სერია A-ში 425 თამაში დააგროვა. ამ შედეგით ის 44-ე ადგილზეა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …