მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “სასუოლოს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში „სასუოლოს“ 3:0 ანხელ დი მარიას გოლი და დუშან ვლაჰოვიჩის დუბლით მოუგო. გთავაზობთ ამ შეხვედრაში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

13-დან 12 – ბოლო 13 შემთხვევაში, როცა „იუვენტუსმა“ სეზონი საშინაო მატჩით გახსნა, ტურინელებმა 12 მატჩი მოიგეს. ერთადერთი გამონაკლისია 2015 წლის აგვისტო, როცა „უდინეზემ“ ტურინში სირილ ტეროს გოლით მოიგო.

არგენტინელთა „კლუბი“ – ანხელ დი მარია მეხუთე არგენტინელია (ორიუნდების გამოკლებით), რომელმაც ამ საუკუნეში „იუვენტუსის“ მაისურით გოლი გაიტანა სერია A-ში ტევესის, პერეირას, დიბალასა და იგუაინის შემდეგ.

11 გოლი – დუშან ვლაჰოვიჩმა „იუვენტუსის“ მაისურით სერია A-ში 11 გოლი გაიტანა. მხოლოდ ლაუტარო მარტინესმა (13) და ჩირო იმობილემ შეძლეს უფრო მეტი გოლის გატანა ამ პერიოდში. საუბარია სერია A-ზე.

ლეომ დინოს გადაასწრო – ლეონარდო ბონუჩიმ „იუვენტუსის“ მაისურით ყველა ტურნირზე 477-ე თამაში ჩაატარა და დინო ძოფს გაუსწრო (476). ახლა ის მეშვიდე ადგილზე ერთპიროვნულადაა.

შემთხვევითი სიახლე

კიეზამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ როდის შეძლებს თამაშს?

ფედერიკო კიეზა მეორე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბის …

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ბოლონიას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მერვე ტურში „ბოლონია“ ფილიპ კოსტიჩის, დუშან ვლაჰოვიჩისა და არკადიუშ მილიკის გოლებით …