ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის თასის მერვედფინალში გენუის „სამპდორია“ ხუან კუადრადოს, დანიელე რუგანის, პაულო დიბალასა და ალვარო მორატას გოლებით 4:1 დაამარცხა.
გთავაზობთ ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკურ მონაცემებს.
12 – იუვენტუსმა 2022 წელს 12 გოლი გაიტანა, რაც საუკეთესო შედეგია ევროპის ტოპ ხუთი ჩემპიონატის გუნდებს შორის. მხოლოდ მადრიდის „რეალის“ ანგარიშზეა ასევე 12 გოლი.
5 – ხუან კუადრადომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე უკვე მოახერხა 5 გოლის გატანა, ამაზე მეტი კი მას „იუვენტუსში“ გატარებულ არცერთ სეზონში არ გაუტანია (ასევე 5 გოლი ჰქონდა 2015-2016 და 2017-2018 წლების სეზონში). მან „სამპდორიასთან“ ჯარიმა გაიტანა და მანამდე „იუვენტუსის“ ბოლო ფეხბურთელს ჯარიმა 2020 წლის ივლისში „ტორინოსთან“ ჰქონდა გატანილი (კრიშტიანუ რონალდუს).
15 – პაულო დიბალა „იუვეს“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში 15 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (11 გოლი და 4 საგოლე პასი). მინიმუმ ოთხით უკეთესი შედეგია, ვიდრე ყველა სხვა მის თანაგუნდელს აქვს.
100 – ალვარო მორატამ „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში მე-100 მატჩი ჩაატარა (სუ 165 თამაში აქვს ჩატარებული). ესპანელს ტურინული კლუბის მაისურით 6 პენალტი აქვს შესრულებული და ყველა გაიტანა.
16 – „იუვენტუსმა“ იტალიის თასზე მერვედფინალური ეტაპი ბოლო 16 შემთხვევაში გადალახა.