მთავარი / სიახლეები / “იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში

“იუვეს” გეგმები ნახევარდაცვაში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარდაცვაში მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა ცვლილებები მოხდეს.

„იუვეს“ აქტიურად უკავშირებენ „გლადბახის“ შვეიცარიელ საყრდენს, დენის ზაკარიას, რომელსაც კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თუ ტურინელები ახლა 5-6 მილიონ ევროს გადაიხდიან, 25 წლის ფეხბურთელი იანვრიდან შეუერთდება „ბიანკონერის“. თუმცა, მისი ტრანსფერი არტურზეა დამოკიდებული, რომლითაც „არსენალი“ ინტერსდება და მოლაპარაკებები გრძელდება. თუ ბრაზილიელი გუნდიდან წავა, „იუვენტუსი“ მას შვეიცარიელით შეცვლის.

თუ დენის ზაკარიას ტრანსფერი არტურზეა დამოკიდებული, ნიკოლო როველას მომავალი აარონ რემზიზე გადის. როველა „იუვეს“ საკუთრებაა, რომელიც ერთი წლის წინ „ჯენოადან“ შეიძინა, მაგრამ 18-თვიანი იჯარით გენუურ გუნდში დატოვა. ახალგაზრდა იტალიელი მიმდინარე სეზონში კარგად თამაშობს და საწყის 15 ტურში 4 საგოლე პასი გააკეთა, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო. როველას ტურინში დაბრუნების შანსი დიდია. თანაც, თუ არტური დარჩენის შემთხვევაში მასიმილიანო ალეგრისთვის მაინც გამოსადეგარი ელემენტი იქნება, რემზი დიდი ხანია მის გეგმებში საერთოდ არ შედის. უელსელს „კრისტალ პალასს“ უკავშირებენ.

ამდენად, შეიძლება „იუვენტუსი“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (11 დღე რჩება) არტურმა და რემზიმ დატოვონ, ხოლო მათ დენის ზაკარია და ნიკოლო როველა შეცვლით.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …