მთავარი / სიახლეები / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ფრაიბურგის” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ფრაიბურგის” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ფრაიბურგი“ 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩის შედეგად დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას.

„იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე არასდროს დამარცხებულა ევროპა ლიგაზე, მას შემდეგ, რაც ამ ტურნირის უეფას თასის ნაცვლად ევროპა ლიგა ეწოდება (11 მატჩი, 4 მოგება, 7 ფრე). ყველა ტურნირზე ბოლო სამი თამაში გერმანული გუნდების წინააღმდეგ კი მოიგო, რაც იმდენივე გამარჯვებაა, რამდენიც მანამდე 12 შეხვედრაში ჰქონდა გერმანული გუნდების წინააღმდეგ.

ანხელ დი მარია (7 გოლი, 3 საგოლე პასი) ერთ-ერთი იმ სამ ნახევარმცველს შორის ტოპ 5 ლიგიდან, რომელსაც გოლებისა და საგოლე პასების ჯამური რაოდენობა ორნიშნა აქვს 2023 წელს ვან დენ ბუმენსა (10) და ბრუნო ფერნანდეშთან (12) ერთად. „ფიდეომ“ ევროთასებზე ზედიზედ ორ მატჩში 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაიტანა.

ევროპა ლიგაზე მისი დებიუტიდან (2018-2019 წლების სეზონიდან) ფილიპ კოსტიჩი ერთ-ერთია იმ ორი მოთამაშიდან, რომელსაც მინიმუმ 10 საგოლე პასი აქბს ამ ტურნირზე (მეორე არის ბრუნო ფერნანდეში 11).

„იუვენტუსმა“ ევტორურნირის პლეი-ოფის ერთ მატჩში მინიმუმ 20-ჯერ კარისკენ მეოთხედ დაარტყა ბოლო ათწლეულში და პირველად 2021 წლის 9 მარტის შემდეგ, როდესაც ასეთი მაჩვენებელი „პორტუს“ წინააღმდეგ ჰქონდა.

„იუვენტუსმა“ ევროტურნირის მატჩის პირველ ტაიმში საკუთარი კარისკენ ერთი დარტყმაც არ მიიღო 2012 წლის 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც „ნორდშელანდს“ ეთამაშა.

„ფრაიბურგს“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით ყველაზე ცოტა დარტყმა ჰქონდა კარისკენ – მხოლოდ 1.

ალექს სანდრომ „იუვენტუსთან“ ერთად ყველა ტურნირზე მე-200 თამაში მოიგო.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …