მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ტორინოს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ტორინოს” მატჩიდან

„იუვენტუსმა“ სერია A-ს 24-ე ტურში „ტორინო“ 4:2 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ სტატისტიკასა და ფაქტებს.

„იუვენტუსს“ სერია A-ში ბოლო 16 ტურინული დერბი არ წაუგია (12 მოგება, 4 ფრე). ბოლო 11 გოლიდან 7 კი „ბიანკონერიმ“ „ტორინოს“ წინააღმდეგ მატჩების ბოლო 20 წუთში გაიტანა.

ეს იყო მესამე შემთხვევა, როდესაც „იუვემ“ ტურინული დერბი ისე მოიგო, რომ 4 გოლი გაიტანა მასიმილიანო ალეგრის ხელმძღვანელობით. მანამდე 2016 და 2017 წლებში.

1995 წლის 25 იანვრის შემდეგ პირველად ტურინული დერბის პირველ ტაიმში მინიმუმ 4 გოლი გავიდა.

„იუვენტუსში“ თამაშის შემდეგ (2015-2016 წლების სეზონი) ხუან კუადრადომ ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა სერია A-ში „ტორინოს“ წინააღმდეგ მიიღო – 14 მატჩში 3 გოლი და 6 საგოლე პასი.

ანხელ დი მარიამ (35 წლის და 14 დღის) გახდა მეორე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც სერია A-ში თავის სადებიუტო სეზონში მინიმუმ 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ეშლი იანგის შემდეგ (2019-2020 წლების სეზონში).

გლეისონ ბრემერმა სერია A-ში 13 გოლი გაიტანა და ბოლო ოთხ სეზონში ცენტრალურ მცველებს შორის მასზე მეტი გოლი არავის გაუტანია.

ადრიენ რაბიომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 5 გოლი გაიტანა, რაც ტოპლიგაში ერთი სეზონისთვის მისი პირადი რეკორდია.

დანილომ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 6 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 3 საგოლე პასი) და „იუვენტუსში“ თამაშის პერიოდში ასეთი შედეგი არასდროს ჰქონია.

ენცო ბარენეჩეა „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელსაც დებიუტი სერია A-ში ძირითად შემადგენლობაში ჰქონდა (3-ქულიან ერაში, 1994 წლიდან). ზოგადად, ბოლოს ტურინულ დერბიში სასტარტოში დებიუტი 2001 წელს ფრანკო სემიოლის ჰქონდა „ტორინოს“ მაისურით.

პოლ პოგბამ „იუვენტუსის“ რიგებში 2481 დღის შემდეგ პირველად ითამაშა „ალიანც სთედიუმზე“ – 2016 წლის 14 მაისის შემდეგ პირველად.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …