ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 22-ე ტურში „ფიორენტინა“ ადრიენ რაბიოს გოლით 1:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს.
„იუვენტუსი“ არის გუნდი, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში კარი მშრალად ყველაზე მეტჯერ შეინახა მშრალად (22-დან 14-ჯერ). ეს გასულ სეზონზე უკეთესი შედეგია „ბიანკონერისთვის“ (38-დან 13 მშრალი მატჩი).
„ფიორენტინამ“ კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყა, რაც „ვიოლასთვის“ ამ სეზონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.
ადრიენ რაბიომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და იტალიის ჩემპიონატში თავისი პირადი საუკეთესო შედეგი გაიმეორა (2020-2021 წლების სეზონში 34 მატჩში). ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით მას 6 გოლი აქვს გატანილი და მის კარიერაში უკვე ყველაზე შედეგიანი სეზონია (ასევე 6 გოლი 2015-2016 წლების სეზონში პსჟ-სთან). მან 6-ვე გოლი „ალიანც სთედიუმზე“ გაიტანა და დუშან ვლაჰოვიჩთან ერთად ამ სეზონში „იუვეს“ სტადიონზე საუკეთესო გოლეადორია.
ანხელ დი მარია არის ფეხბურთელი, რომელმაც 2023 წელს „იუვენტუსის“ რიგებიდან ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა – 4 (2 გოლი, 2 საგოლე პასი). სერია A-ში „იუვეს“ ბოლო 8 გოლიდან ნახევარში არგენტინელი მონაწილეობდა (4 – 2 გოლი, 2 საგოლე პასი).
დანილომ სერია A-ში მე-100 მატჩი ჩაატარა, მასიმილიანო ალეგრიმ კი ამავე ტურნირზე „იუვეს“ 250-ედ უხელმძღვანელა.
მას შემდეგ, რაც „იუვეში“ თამაშობს, „ფიორენტინა“ არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ დუშან ვლაჰოვიჩს ყველაზე მეტი წუთი აქვს (251) ნათამაშები გოლის ან საგოლე პასის გარეშე.