მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ლაციოს” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვე” – “ლაციოს” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მე-15 ტურში მოიზე კინის დუბლითა და არკადიუშ მილიკის გოლით „ლაციო“ 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში დაფიქსირებულ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს.

„იუვენტუსმა“ სერია A-ში ზედიზედ ექვსჯერ კარი მშრალად 2018 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად შეინახა. მაშინაც, მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იყო. ტურინულმა გუნდმა სერია A-ში ზედიზედ 4 საშინაო მატჩი 2021 წლის მარტის შემდეგ პირველად მოიგო.

„ლაციომ“ სერია A-ში 16 მაისის შემდეგ პირველად გაუშვა ერთ მატჩში ერთზე მეტი გოლი და მაშინაც „იუვენტუსის“ წინააღმდეგ.

მოიზე კინმა სერია A-ს ბოლო ოთხ მატჩში 4 გოლი გაიტანა, იმდენივე, რამდენიც მანამდე 38 შეხვედრაში. გარდა ამისა, სერია A-ში დუბლი 2019 წლის 8 მარტის შემდეგ პირველად შეასრულა. 2019 წლის აპრილის შემდეგ ასევე პირველად გაიტანა ზედიზედ ორ შეხვედრაში.

ადრიენ რაბიომ სერია A-ს ბოლო 5 მატჩში 5 გოლში მიიღო მონაწილეობა. მანამდე სერია A-ს 100 თამაშში მხოლოდ 10 გოლში მიიღო მონაწილეობა.

ფედერიკო კიეზამ საგოლე კომბინაციაში უშუალო მონაწილეობა 2022 წლის იანვრის შემდეგ პირველად მიიღო.

ვოიცეხ შჩესნიმ ტოპლიგაში 350-ე მატჩი ჩაატარა, მათ შორის, 146-ე „იუვენტუსის“ მაისურით.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …