მთავარი / სიახლეები / ფაბიო მირეტის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, მოტეხილობა გამოირიცხა

ფაბიო მირეტის სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, მოტეხილობა გამოირიცხა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ ფაბიო მირეტის სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. 19 წლის ფეხბურთელი J Medical-ში ყავარჯნებით მივიდა, რამაც სერიოზული ტრავმის შიში კიდევ უფრო გაამძაფრა.

თუმცა, ფაბიოს მოტეხილობა არ აღენიშნება, რაც კარგი ამბავია: „ფაბიო მირეტის მარცხენა კოჭის დაჭიმვის შემდეგ რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა, რამაც გამორიცხა მოტეხილობები და ფეხბურთელი დაიწყებს სარეაბილიტაციო პერიოდს“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტი პერიოდი, რომელსაც იტალიელი ნახევარმცველი გამოტოვებს, მაგრამ იტალიური მედიის ვარაუდით, ის მოედანზე მარტის შუა რიცხვებში უნდა დაბრუნდეს. ეს არ არის ცუდი ამბავი, რადგან მოლოდინი გაცილებით ცუდი იყო.

მირეტიმ „სალერნიტანასთან“ მატჩში პენალტი მოიპოვა, პირველი ტაიმის ბოლოს კი კოჭის ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცით და ტირილით დატოვა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …