ტურინის „იუვენტუსს“ „ნაპოლისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ფაბიან რუისი დაუკავშირეს.
ესპანელ ფეხბურთელს ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რომლის განახლებაზე უარი თქვა, რადგან კლუბის დატოვება სურს. ამიტომაც, აურელიო დე ლაურენტისი რუისის გაყიდვას განიხილავს, ვინაიდან მომდევნო ზაფხულს უფასოდ არ დაკარგოს.
La Stampa-ს ცნობით, „იუვენტუსი“ რუისის ტრანსფერს განიხილავს და კლუბის ხელმძღვანელობამ მასიმილიანო ალეგრისთან ამ საკითხზე ისაუბრა. ჯერჯერობით დეტალები უცნობია, მაგრამ „ნაპოლი“ ესპანელს 30 მილიონ ევროდ აფასებს, რაც ტურინულ მხარეს ეძვირება. ამიტომაც, ვარაუდობენ, რომ ტურინელები ტრანსფერში ნიკოლო როველას ჩართავენ, რომელიც „იუვეს“ ფეხბურთელია და ბოლო სეზონი იჯარით „ჯენოაში“ გაატარა.
26 წლის ფაბიან „რუისი“ „ნაპოლიში“ 2018 წლიდან თამაშობს და 166 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი.