ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზეს“ ვერ მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, ვოიცეხ შჩესნის შეცდომები 2 ქულის დაკარგვად დაუჯდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
შჩესნი 4 – საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც არსლანის დარტყა ხელიდან გაუვარდა და პენალტი აჩუქა მეტოქეს, რამაც თამაში დაძაბა. შემდეგ უკვე წარმოუდგენელი შეცდოამ დაუშვა და ბურთი დაკარგა კარის წინ. „უდინეზეს“ ორივე გოლი მის ანგარიშზეა.
დანილო 6 – მისი სკამზე დატოვება რთული იქნება, გუნდს ორივე ფაზაში სიმშვიდეს ანიჭებს
დე ლიხტი 5.5 – „უდინეზეს“ პირველ გოლში მისი პასუხისმგებლობაც არის, პერეირა აყვანა უშედეგოდ სცადა.
ბონუჩი 5.5 – ძალიან კარგი თამაში ჰქონდა მანამ, სანამ შჩესნის საქმე არ გაურთულა.
ალექს სანდრო 6 – განსაკუთრებულად არ უთამაშია, არც შეცდომები ჰქონია.
ბენტანკური 6.5 – „მეძალას“ პოზიციაზე კარგი იყო, როგორც კარგ დროს. მიუხედავად ამისა, სწორედ მან დაკარგა ბურთი, როდესაც „უდინეზემ“ პირველი საგოლე შეტევა დაიწყო. შემდეგ ბურთი ძელს გაარტყა.
ლოკატელი შ.გ – მას დებიუტი ჰქონდა, სულ რამდენიმე წუთი ითამაშა.
კუადრადო 7 – დიდებული გოლით დაიწყო, დაცვაში თუ შეტევაში თამაშის დროს ყოველთვის იცის რა უნდა გააკეთოს. მარჯვენა ფლანგი მისი საქმეა.
კიეზა 5.5 – ისიც მოულოდნელად დარჩა თადარიგში. თამაშში კარგად ვერ ჩაერთო, ყველაზე კარგი რონალდუზე პასი იყო ბოლოს, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეეძლო.
რემზი 6 – როდესაც ის მოედნიდან გავიდა, „იუვემ“ რაღაც დაკარგა.
კიელინი 6 – მისი მოედანზე გამოსვლით გუნდმა სამი მცველით ითამაშა, მაგრამ ალეგრის მისია არ შესრულდა.
ბერნარდესკი 6 – ნდობას ეძებს, ნორმალურად ითამაშა, მაგრამ არ გაუბრწყინია.
კულუშევსკი 5.5 – თამაშში ვერ ჩაერთო, როგორც უნდოდა.
დიბალა 7.5 – ეს მისი „იუვეა“, არა რონალდუს ან სხვების. მინიმუმ ამ დროისთვის. გოლი და დიდებული საგოლე პასი. აბსოლუტურად საუკეთესო მოედანზე. თუ გამარჯვება ვერ მოიპოვეს, ის ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე.
მორატა 6 – ბევრი ბინძური სამუშაო შეასრულა. ბურთი ძელსაც გაარტყა, შეეძლო თამაში დაეხურა.
რონალდუ 5.5 – სათადარიგო სკამიდან რჩევებს იძლებოდა, თამაშში ჩაერთო და აქტიურიც იყო. თუმცა, არცთუ პროდუქტიულად, გოლამდე, რომელიც ვიდეორეფერიმ მილიმეტრების გამო გააუქმა. თამაში, რომელსაც ის თამაშობს, ალბათ სხვა თამაშია.