მთავარი / სიახლეები / პირლოს შვილის ცინიკური პოსტი “იუვენტუსის” შედეგზე “უდინეზესთან”
during Andrea Pirlo Farewell Match at Stadio Giuseppe Meazza on May 21, 2018 in Milan, Italy.

პირლოს შვილის ცინიკური პოსტი “იუვენტუსის” შედეგზე “უდინეზესთან”

ანდრეა პირლოს შვილი ნიკოლო პირლო „უდინეზე“ – „იუვენტუსს“ მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც ტურინელებმა ორბურთიანი უპირატესობა გაფლანგეს და მიუხედავად იმისა, რომ საწყის 23 წუთში 2:0 დაწინაურდნენ, მხოლოდ ქულა მოიპოვეს (2:2).

ნიკოლომ ამ პოსტით მამამისი დაიცვა, რომელსაც გასულ სეზონში „ბებერი ქალბატონის“ ცუდი თამაში ბრალდებოდა.

„ფეხბურთი ლამაზია, რადგან შარშან „იუვეს“ ორბურთიანი უპირატესობა რომ გაენივებინა, მხოლოდ ერთი ადამიანის ბრალი იქნებოდა. თუმცა, წელს ის იქ არ არის“, – დაწერა ნიკოლომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსში“ 2020-2021 წლების სეზონში იმუშავა და გუნდს ორი ტიტული, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …