“ვერონას” მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს განსხვავებული გუნდია, იმასთან შედარებით, რომელსაც პირველ წრეში 2:1 მოუგეს.
“კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ერთი ქულის მოპოვებისთვის საკმარისი არ იყო. “იუვენტუსი” ახლა კარგ ფორმაშია. მათი გოლები ჩვენს შეცდომებს მოჰყვა. “იუვე” ძალიან კონცენტრირებული და მყარი იყო უკანა ხაზში.
რა განსხვავებაა ამ “იუვესა” და პირველი წრის “იუვეს” შორის? განსხვავება ის არის, ახლა აქვს დიდი ენერგია და ორი ახალი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჰყავს. ვლაჰოვიჩი ასევე გაძლევს ხასიათს, ის მართლაც მნიშვნელოვანი მოთამაშეა”, – თქვა ტუდორმა.
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” მომდევნო მატჩს 10 თებერვალს, იტალიის თასის მეოთხედფინალში საკუთარ მოედანზე “სასუოლოსთან” ჩაატარებს.