მთავარი / სიახლეები / ტრეზეგე “იუვეს” ფანებს დაემშვიდობა: “მადლობა სიყვარულისთვის”

ტრეზეგე “იუვეს” ფანებს დაემშვიდობა: “მადლობა სიყვარულისთვის”

დავიდ ტრეზეგემ „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს მიმართა, მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა. ფრანგმა ფეხბურთელმა თქვა, რომ მას ფეხბურთში ახლაი ნაბიჯების გადადგმა სურს.

„იუვენტუსის“ ძვირფასო გულშემატივრებო მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის, რომელიც მიჩვენეთ პირველიდან ბოლო დღემდე, როდესაც ამ ფერებს წარმოვადგენდი. ახლა დამშვიდობების დროა და ჩემს კარიერაში ახალი გვერდის გახსნის. სპორტული დირექტორის და მწვრთნელის ლიცენზიით, ან რაიმე სხვა როლში, ეს არის ფეხბურთის გზა, რომლის გავლაც უახლოეს მომავალში მსურს. ყველას მადლობა და ფორცა „იუვე“, – დაწერა ტრეზეგემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დავიდ ტრეზეგე „იუვენტუსში“ 2000-2010 წლებში თამაშობდა, ხოლო ბოლო წლებში კლუბის ელჩის პოზიციას იკავებდა.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by David Trezeguet (@trezeguetofficial)

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …