მთავარი / სიახლეები / ანიელი: “ჩვენ არ გვეშინია მუქარის, რომელიც უეფასგან ისმის”

ანიელი: “ჩვენ არ გვეშინია მუქარის, რომელიც უეფასგან ისმის”

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ალექსანდერ ჩეფერინის შესახებ ისაუბრა და ისიც თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მონაწილეობა საფრთხის ქვეშ არ დგას.

“დრო ყველაფერს გამოასწორებს, მათ შორის ჩემს ურთიერთობას ჩეფერინისთან. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მაქონდა, პატივს ვცემ, როგორც პიროვენბას, მაგრამ როდესაც მუშაობ ბიზნეს სამყაროში, ეს სხვა საკითხია. მე პატივს ვცემ ალექსს, ის ჩემი ქალიშვილის ნათლიაა, დრო გამოასწორებს ყველა გაუგებრობას. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში მონაწილეობას მიიღებს, ეს სასამართლომ დაადგინა. ლეგიტიმურია თავისუფალ ბაზარზე ალტერნატიული ტურნირის ჩატარება და ყველა წინადადება მისასალმებელია. ჩვენ არ გვეშინია იმ მუქარის, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მათგან არაერთხელ მივიღეთ“, – თქვა ანიელიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩეფერინსა და ანიელს შორის კონფლიქტი სუპერლიგის გამო დაიწყო და „იუვენტუსი“ ტურნირს, რომელსაც უეფა ებრძვის, მხარს დღემდე უჭერს და უფრო მეტიც, მისი ერთ-ერთი ინიციატორია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …