დუშან ვლაჰოვიჩის ტურინის „იუვენტუსში“ ტრანსფერი საბოლოოდ დადებითად გადაწყდა. ბოლო დეტალი იყო დარჩენილი, რომელზეც რომეო აგრესტის, ფაბრიციო რომანოსა და ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ.
კერძოდ, დარჩენილი იყო ფეხბურთელის აგენტებთან შეთანხმება, რომელთაც კლუბის ხელმძღვანელობა დღეს შეხვდა და შეთანხმებას მიაღწიეს. ამრიგად, მხოლოდ ერთი რამ რჩება – ოფიციალური დასტური კლუბის ვებგვერდის მხრიდან.
„იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ 70 მილიონ ევროს და 5 მილიონ ევროს ბონუსის სახით გადაუხდის, მთლიანობაში გარიგების ღირებულებამ 75 მილიონი ევრო შეადგინა. ფეხბურთელი 4.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 7 მილიონ ევროს, პლუს ბონუსებს მიიღებს.
რჩება სამედიცინო შემოწმება, რომელსაც ვლაჰოვიჩი ჯერ ვერ გადის, რადგან კორონავირუსი აქვს და კარანტინშია. პარასკევს მას ტესტის გაკეთება უწევს და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, შაბათს ტურინში ჩავა. როგორც ვთქვით, ყველაფერი გადაწყდა, მხოლოდ ოფიციალური განცხადება აკლია.
მეტი დამაჯერებლობისთვის გეტყვით, რომ „ფიორენტინამ“ „ბაზელიდან“ ვლაჰოვიჩის შემცვლელი, არტურ კაბრალი დაიმატა. ბრაზილიელი დღეს ფლორენციაში იქნება და სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.
შეგახსენებთ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი მიმდინარე სეზონში 17 გოლით სერია A-ს ბომბარდირთა დავას ჩირო იმობილესთან ერთად ლიდერობს.
Dusan Vlahović to Juventus, done deal and here we go! Total agreement with player, agents and Fiorentina. €75m fee add ons included. €7m net salary per season. ⭐️⚪️⚫️ #Vlahovic
Vlahović will undergo medical tests in Turin and sign his long-term contract soon. Deal completed. pic.twitter.com/6JYaKTxZSG
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) January 27, 2022