ვეტერანი ფეხბურთელი ტიერი ანრი „კომოს“ აქციების საკონტროლო პაკეტის ნაწილის მფლობელი გახდა. მან პრეზენტაციაზე „იუვენტუსიც“ ახსენა, სადაც 6 თვის განმავლობაში თამაშობდა.
„ძალიან მიყვარდა „იუვენტუსი“ და იტალია, აქ მხოლოდ ერთი ადამიანის გამო არ დავრჩი. როცა იტალიაში გადმოვედი, გაოცებული ვიყავი, დიდ პატივს ვცემ ამ ერს, მეც იმ თაობის ვარ, როგორც გატუზო, პირლო და სხვები, მე მათი მენტალიტეტი გავიგე და ამისგან საუკეთესო გადავიღე“, – თქვა ანრიმ.
შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი „იუვენტუსს“ 1999 წელს ზამთარში შეუერთდა და გუნდი 6 თვის შემდეგ დატოვა.