მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ფაჯოლის გაანათხოვრებს, ორი კლუბი დაინტერესებულია

“იუვენტუსი” ფაჯოლის გაანათხოვრებს, ორი კლუბი დაინტერესებულია

ტურინის „იუვენტუსს“ ნიკოლო ფაჯოლი დიდი ალბათობით დატოვებს. იტალიური მედიის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაანათხოვრებენ.

ფაჯოლის შანსი პრესეზონზე მიეცა, მაგრამ სერია A-ს განვლილ სამ ტურში მოედანზე არ გასულა. მან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2026 წლამდე გაახანგრძლივა, მაგრამ იმისთვის, რომ გამოცდილება მიიღოს, ერთი სეზონით იჯარით გაშვებაზე ორივე მხარე ფიქრობს.

დაინტერესებული არიან გენუის „სამპდორია“ და „კრემონეზე“, მაგრამ ფავორიტად ეს უკანასკნელი მიიჩნევა. კრემონულ გუნდში მან შარშან ითამაშა იჯარით, 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, რითაც სერია A-ში აღზევებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ვინაიდან, ნიკოლო კარგად იცნობს „კრემონეზეს“ გარემოს, დიდი შანსია, რომ ამ კლუბში დაბრუნდეს და თუ ასე მოხდა, ქართველი ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის თანაგუნდელი გახდება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …