ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ მასიმილიანო ალეგრი კრიტიკისგან დაიცვა და როგორც აღნიშნა, ის არ ეთანხმება მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.
როგორც ტარდელი, თქვა, მთავარი შედეგია და თუ „იუვენტუსმა“ წელს სკუდეტო ვერ მოიგო, ეს ფეხბურთელების ბრალია და არა მწვრთნელის.
„რა თქმა უნდა, ალეგრისტი ვარ და ყოველთვის ვიყავი. გასულ წლებში, როცა ის ტიტულებს იგებდა, სეზონის ბოლოს ყველა ჩუმად იყო და კარგი მწვრთნელი იყო. ახლა, როცა სკუდეტო ვერ მოიგო, ყველა მას აბრალებს. სხვა გუნდები უკეთ თამაშობენ? დიახ, „ფიორენტინა“ და „სასუოლო“ უკეთ თამაშობენ, მაგრამ სატურნირო ცხრილში 15-20 ქულით ნაკლები აქვთ. ფეხბურთში მთავარია ქულების მოპოვება და შედეგის მიღწევა“, – თქვა ტარდელიმ.