მთავარი / სიახლეები / ვიერი: “იუვეს” ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, უბრალოდ ცუდად თამაშობს”

ვიერი: “იუვეს” ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, უბრალოდ ცუდად თამაშობს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ვიერიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ტურინელთა შემადგენლობა იტალიაში ყველაზე ძლიერია, მაგრამ გუნდი უბრალოდ ცუდ ფეხბურთს თამაშობს.

„იუვენტუსს“ ტრანსფერები სჭირდება? და, ვისი? მესის და ნეიმარის? ბევრი ტრანსფერი საჭირო არაა, გუნდმა უბრალოდ უკეთ უნდა ითამაშოს. არანაირი გამართლება ამ სეზონს არ აქვს. „იუვე“ ძალიან ძლიერია, უბრალოდ, მწვრთნელმა იმდენი უნდა შეძლოს, რომ გუნდი უკეთ ათამაშოს. „იუვესთვის“ ეს ვალდებულებაა და ამის ფონზე გუნდმა თითქმის მთელი სეზონი ცუდი მატჩები ჩაატარა.

„ინტერი“ თუ მეორე ადგილზე გავა, ეს არ არის ფიასკო, „იუვესთვის“ კი არის, რადგან მეოთხე ადგილზეა და გუნდი ზედიზედ ორი ზუსტი პასის გაკეთებას ვერ ახერხებს“, – თქვა ვიერიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …