ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა მარკო ტარდელიმ „იუვენტუსის“ კრიზისზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დამნაშავე არა მარტო მასიმილიანო ალეგრი და ფეხბურთელები, არამედ პირველ რიგში კლუბის ხელმძღვანელობაა.
„იუვენტუსი“ სულ უფრო დაბნეულია, იმედგაცრუებული და ვერ პოულობს მოედანზე და მის გარეთ გამოსავალს. ეს ყველას ბრალია, ალეგრის, ფეხბურთელების და განსაკუთრებით ხელმძღვანელობის. პრეზიდენტის და მენეჯმენტის, რომელთაც სურდათ ადვილად გამარჯვება, ისინი ვერ მიხვდნენ, რომ ამისთვის მოთმინება და წინდახედულობაა საჭირო. წარმოუდგენელი შეცდომები დაუშვეს, ერთ-ერთი განსაკუთრებული კი განათლებულ მენეჯერთან, ჯუზეპე მაროტასთან განშორება იყო.
ანდრეა პირლო შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, რომელსაც სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ მას შეეძლო კარი გაეღო მომავლისკენ, რა თქმა უნდა, უფრო ნათელი მომავლისკენ, ვიდრე ახლა აქვთ. საჭირო იყო გამოუცდელი მწვრთნელის დაეჯერებინათ, დახმარება აღმოეჩინათ და დაემშვიდებინათ, მაგრამ ეს არ მოხდა იმის მიუხედავად, რომ მან ორი ტიტული მოიგო და გუნდი ჩემპიონთა ლიგაზეც გაიყვანა, რაც ცუდი შედეგი არ არის იმ მწვრთნელისთვის, რომელსაც მანამდე ამ პოზიციაზე ნამუშევარი არ ჰქონდა“, – თქვა ტარდელიმ.