მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი: “ჩვენი მიზნები იგივეა, წინ კიდევ 29 ტურია დარჩენილი”

ალეგრი: “ჩვენი მიზნები იგივეა, წინ კიდევ 29 ტურია დარჩენილი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ტორინოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ბაზაზე შეკრება სასჯელი არ არის, უბრალოდ ამ მომენტში გუნდმა კომპაქტურობა უნდა იპოვოს.

„ხვალ დერბია, თამაში, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. რთული მატჩი იქნება, „ტორო“ აგრესიული და ინტენსიური გუნდია. რთული იქნება, როგორც ყველა. ფრთხილად უნდა ვიყოთ, გუნდურად ვითამაშოთ და ვეცადოთ, დადებით შედეგს მივაღწიოთ.

ბაზაზე შეკრება სასჯელი არაა. უბრალოდ, ეს არის მომენტი, როცა ერთად ვიყოთ, გამოვნახოთ დრო ორმაგი ვარჯიშისთვის და წესრიგის დასამყარებლად. როდესაც შედეგები არ არის, ყველაფერს უფრო შავად მოჩანს, ვიდრე არის. ერთად ყოფნა, ლაპარაკი, კარგია. შეკრება არ არის სასჯელი, გუნდთან ვისაუბრე. იყვნენ წინააღმდეგი ფეხბურთელები? აბსოლუტურად არა. ეს არის უსაფუძვლო ჭორები. მათ არ უთქვამთ, რომ სახლში წასვლა უნდოდათ. ოთხშაბათს საღამოს 6 საათზე დავბრუნდით, ვივარჯიშეთ და დილით ისევ ვარჯიში გვქონდა. ჩვენ ორიენტირებული ვართ ამ სიტუაციიდან გამოსვლაზე, უნდა დავიწყოთ შედეგების მიღწევა.

ანიელი? პირველი ადამიანია, რომელიც გუნდს სტიმულს აძლევს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, უფრო მეტად, ვიდრე ადრე, კლუბი, გუნდი, სამწვრთნელო შტაბი და გულშემატკივრები. გვჭირდება, რომ ყველა ერთად გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან.

მიზნები? არ შეცვლილა, ჩამორჩენა გვაქვს სერია A-ში, მაგრამ იმის გამო, რომ „სალერნიტანასა“ და „მონცასთან“ 5 ქულა დავკარგეთ. წინ 29 თამაშია, საკმარისი დროა სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ჩემპიონთა ლიგაზე „ემპოლის“ შემდეგ ვიფიქრებთ.

ცოტას დავრბივართ? იმ მატჩებში, რომლებშიც ყველაზე ცოტა ვირბინეთ, 3 მოვიგეთ და 3 წავაგეთ. მთავარია, სიმარტივით და ყურადღებით ვითამაშოთ, მათ შორის „ტორინოსთან“, რომელიც მაღალ პრესინგს თამაშობს.

არ არის საჭირო როტაცია მატჩების მიხედვით. საჭიროა გადატვირთვა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. „ტორინოსთან“ რთული მატჩი გვაქვს, რომელშიც შედეგს უნდა მივაღწიოთ. ხვალ მოედანზე გამოჩნდება, როგორ ვითამაშებთ. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი გამოწვევა, ყველასია. ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა. ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით. გუნდი ორი დღეა კარგად მუშაობს, გუნდი არ არის კომპაქტური, მაგრამ ნამდვილად გვინდა ტენდენციის შეცვლა. უნდა დავძლიოთ სირთულეები, რომლებიც ცხოვრების, მუშაობის ნაწილია. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.

ხვალ ვლაჰოვიჩს, კინსა და მილიკს შორის ორი ითამაშებს. შემადგენლობა ჯერ არ გადამიწყვეტია, რადგან დღეს ვარჯიში გვაქვს. პარედესმა შეიძლება ხვალ ითამაშოს, მაგრამ ის პსჟ-დან უთამაშებელი შემოგვიერთდა და ფორმაში არ იყო“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „ტორინოსა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …