„იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ „რომასთან“ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი თამაშია.
„ეს გადამწყვეტი თამაშია, არა მარტო „იუვესთვის“, არამედ „რომასთვისაც“, რომელმაც შეიძლება კიდევ ერთი მატჩი წააგოს პირდაპირ კონკურენტთან. ძალიან მაინტერესებს „იუვენტუსი“ როგორ ითამაშებს, რადგან წინა მატჩებში დავინახე ზრდის დიდი ნიშნები, განსაკუთრებით სულისკვეთების მხრივ. ეს შეიძლება გუნდისთვის საბოლოო გარდამტეხი მომენტი იყოს. „რომასაც“ დიდი შანსი აქვს, სანახაობრივი თამაში იქნება. ფლანგებზე სივრცეების შემთხვევაში არ ვიცი კიეზას რისი გაკეთება შეუძლია, ის გარკვეულ სიტუაციებში უბრალოდ დამანგრეველი ფეხბურთელია“, – თქვა ტაკინარდიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „რომას“ მატჩუ 17 ოქტომბერს, ტურინში გაიმართება.