ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ ფედერიკო კიეზაზე ისაუბრა და თქვა, რომ მან კართან, რაც შეიძლება ახლოს უნდა ითამაშოს, რადგან გოლების გატანა შეუძლია. გარდა ამისა, კომენტარი ჯანლუიჯი დონარუმას ჩაშლილ ტრანსფერზეც გააკეთა.
“დონარუმას ტრანსფერი ისევ შესაძლებელია? ჩემთვის ყველაფერი მარტივად იყო: გარიგება სამი თვის წინ უნდა გაკეთებულიყო. დონარუმა ახლა არ არის ძირითადის წევრი, კლუბმა უზარმაზარი თანხები დახარჯა სხვა ფეხბურთელებშიც, მას კი ყოველთვის თამაში სურს და რატომაც არა „იუვენტუსი“? ჩემთვის შეცდომაა მისი პსჟ-ში გაშვება, მაგრამ არა „იუვენტუსის“ შეცდომა, არამედ – აგენტის.
კიეზა „იუვენტუსის“ საუკეთესო თავდამსხმელია და მარჯვენა ფლანგზე 4-4-2 სქემაში მისი თამაშით გოლების პოტენციალი იკლებს. ის კართან ახლოს უნდა იყოს, გოლის გატანა მეორე თავდამსხმელის პოზიციიდანაც იცის. რაც უფრო შორს დააყენებ კარიდან, მითუფრო ზღუდავ მას. ლოკატელი-ბენტანკურის წყვილი? ჯერჯებოთ ისინი ერთმანეთს კარგად უგებენ“, – თქვა ტაკინარდიმ.