მთავარი / სიახლეები / სერია A / ტაკინარდი: “იუვე” უსამართლობის მსხვერპლია”

ტაკინარდი: “იუვე” უსამართლობის მსხვერპლია”

ტურინის „იუვენტუსის“ შესახებ ალესიო ტაკინარდიმ ისაუბრა და ანხელ დი მარიას არ დაეთანხმა. მისი თქმით, „იუვეს“ ფეხბურთელისთვის 15 ქულის დაკლება ალიბი არ უნდა იყოს და თამაშზე პასუხისმგებლობა მოთამაშეებმა უნდა აიღონ.

ტაკინარდი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსი“ უსამართლობის მსხვერპლია:

„პატივს ვცემ დი მარიას, როგორც ადამიანს და ფეხბურთელს, მაგრამ აბსოლუტურად არ ვეთანხმები. ფეხბურთელმა თამაშზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა და არ უნდა დაითრგუნო თუნდაც -15 ქულით, მით უმეტეს, რომ შეიძლება ეს ქულები მოგვიანებით დაგიბრუნონ. მისი ალიბი მიუღებლად მეჩვენება. ჩვენ ვსაუბრობთ „იუვეზე“ და არა სერია C-ს კლუბზე. გულშემატკივრები მართლები არიან, კლუბი უსამართლობის მსხვერპლია, მაგრამ კარგად ვიცნობ „იუვეს“ ფანებს, ისინი კლუბს არასდროს დათმობენ, ეს არ გააკეთეს კალჩოპოლისა და სერია B-ს დროს, არც ახლა გააკეთებენ. „იუვეს“ არის და ყოველთვის იქნება „იუვე“, – თქვა ტაკინარდიმ.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …