მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ვლაჰოვიჩი ძირითადში იქნება, პოგბა ისევ გამოგვაკლდა”

ალეგრი: “ვლაჰოვიჩი ძირითადში იქნება, პოგბა ისევ გამოგვაკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ლაციოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან თქვა, რომ დუშან ვლაჰოვიჩი ძირითად შემადგენლობაში იქნება, ხოლო პოლ პოგბა გუნდს ისევ გამოაკლდა და ვერ ითამაშებს. ალეგრიმ არ იცი, რამდენიმე ხანი ვერ ითამაშებს კიდევ ფრანგი ნახევარმცველი:

„მონცასთან“ მარცხის შემდეგ ფეხბურთელები იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები იყვნენ. ხვალ სხვა ტურნირია, თუმცა რთული მატჩი იქნება, რადგან შესანიშნავ ფორმაში მყოფ გუნდს ვეთამაშებით. ეს მშრალი თამაშია და უნდა ვითამაშოთ.

ჯერ შემადგენლობაზე გადაწყვეტილება არ მიმიღია. ბონუჩის გარდა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მზად, ერთადერთი, ვინც ვერ ითამაშებს, პოგბაა, რომელსაც ჯერ ტკივილები აქვს. სამწუხაროდ, როცა დიდი ხანი არ ვარჯიშობ და შემდეგ ინტენსივობას უმატებ, ტკივილი ჩნდება. როდესაც ფეხბურთელები ტრავმის გამო ამდენ თვეს გამოტოვებენ, რთულია დაბრუნება, ცოტა მოთმინებაა საჭირო. პოგბას ტკივილი აქვს და გარკვეული დრო დასჭირდება. შესაძლოა, რამდენიმე კვირაში კარგ მდგომარეობაში. ველოდები ფეხბურთელისგან წვლილს, რომელმაც აპრილის შემდეგ მხოლოდ 45 წუთი ითამაშა. ამიტომ, მისი მართვა ფრთხილად და საუკეთესოდ იქნება საჭირო.

ვლაჰოვიჩი ხვალ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. კიეზა? ვიმეორებ, ვლაჰოვიჩის გარდა, ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია ვინ იქნება ძირითადში, ხვალ გადავწყვეტ. შეიძლება ხვალინდელი თამაში 120 წუთი გაგრძელდეს, ამიტომ შეცვლები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. შეტევის სამეული? კიეზა-ვლაჰოვიჩი-დი მარიას ტრიო არის არჩევანი, რომელიც თავიდანვე მქონდა მხედველობაში, შემდეგ კი მოგვიწია სხვა სქემებზე არჩევანის გაკეთება.

პარედესი და ბრემერი? „მონცასთან“ მთელ გუნდს ცუდი თამაში ჰქონდა, მეორე ტაიმი უკეთესი იყო, კარში ბევრჯერ დავარტყით. პარედესმა ზოგჯერ კარგად ითამაშა, ზოგჯერ ცუდად, მას შეუძლია გუნდის დახმარება, ისევე, როგორც ყველას. „მონცასთან“ კარგად არავის უთამაშია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ბრემერი კარგადაა, როგორც ყველა სხვა. უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ და რეაგირება მოვახდინოთ.

„იუვემ“ კარგი სატრანსფერო ბაზარი გაატარა, რადგან მაკკენის წასვლა სურდა. საჭირო არაა ინგლისურ ფეხბურთთან, რადგან თანაფარდობა 1-4-თანაა. კუადრადო? ის შესანიშნავ ფორმაშია. მინი მიზნები გვაქვს, მაგრამ მათზე საუბარს აზრი არ აქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ.

„იუვე“ – „ლაციო“? მნიშვნელოვანი მატჩია. ჩვენ მოედანზე უნდა ვიფიქროთ, რადგან კლუბი ეცდება დაკლებული 15 დაიბრუნოს. მგონი, პირველი შემთხვევაა, როცა 15 ქულა სეზონის მიმდინარეობისას ვინმეს დააკლეს. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ და ვიფიქროთ“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლაციოს“ მატჩი 2 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …