მთავარი / სიახლეები / ტაკინარდი: “იტალიის ნახევარდაცვაში მთავარი ფიგურა ჟორჟინიოა”

ტაკინარდი: “იტალიის ნახევარდაცვაში მთავარი ფიგურა ჟორჟინიოა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ იტალიის ნაკრების ნახევარდაცვაზე ისაუბრა და მანუელ ლოკატელი შეაქო. თუმცა, მისი აზრით, მთავარი ფიგურა შუა ხაზში ჟორჟინიოა.

„ლოკატელიმ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი მოთამაშეა. ვერატი ჯერ 100%-ით უნდა გამოჯანმრთელებს, რომ ძირითადში დაბრუნდეს. ჩემთვის იტალიის ნაკრების ნახევარდაცვის მთავარი მოთამაშე ჟორჟინიოა. ვერატის რაღაც უფრო მეტი აქვს, თუ საუკეთესო კონდიციაში იქნება, როდესაც ის 100%-ით ფორმაშია, რაღაც მეტი აქვს, რაც არ აქვს ლოკატელის“, – თქვა ტაკინარდიმ.

შეგახსენებთ, რომ მანუელ ლოკატელის შეძენით „იუვენტუსია“ დაინტერესებული. იტალიის ნაკრები მეორე ტურის მატჩს 16 ივნისს, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …