ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ალესიო ტაკინარდიმ „ბებერი ქალბატონის“ შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, აქვს ინფორმაცია, რომ ტურინელები „ნაპოლის“ ნახევარმცველის, ფაბიან რუისის შეძენით არიან დაინტერესებული.
„სათადარიგო თავდამსხმელი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი „იუვეს“ როგორი სტრატეგია აქვს. შარშან მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, არა მათი ბრალეულობით, არამედ რონალდუს წასვლით. მაქვს განცდა, რომ ახლა მკაფიო იდეები აქვთ. ჯეკო ძლიერია, ისევე, როგორც არნაუტოვიჩი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რას გადაწყვეტენ. მე პირადად მორატას შევინარჩუნებდი, როგორც კალათბურთში საჭირო მეექვსე მოთამაშეს, ის სწორი პროფილი იყო.
ვიცი, რომ ისინი „ნაპოლის“ ფეხბურთელს აკვირდებიან, ფაბიან რუისზე ვსაუბრობ, რომელიც რაბიოსგან სრულიად განსხვავებულია. „იუვემ“ უნდა გაიგოს, როგორ ითამაშოს. პოგბას და დი მარიას შეუძლიათ 4-3-3 სქემაში თამაში, მაგრამ ასევე ორნახევარმცველიან ტაქტიკაშიც. ისინი ხარისხიანი ფეხბურთელები არიან და გამარჯვებისთვის მზად არიან. თუმცა, თუ მათ იმატებ, ხელი ტაქტიკითაც უნდა შეუწყო, რადგან თუ დი მარიას ყიდულობ, კონტრშეტევაზე ვერ ითამაშებ“, – თქვა ტაკინარდიმ.