მთავარი / სიახლეები / სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა

სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა

სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა. უეფამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, მას შემდეგ, რაც საკითხი აღმასკომის სხდომაზე განიხილეს.

ამრიგად, 2021-2022 წლების სეზონიდან როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შეჯიბრებში, რომელსაც უეფა ჩაატარებს, სტუმრად გატანილ გოლს უპირატესობა აღარ ექნება. მოგეხსენებათ, აქამდე, თუ პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში ანგარიში თანაბარი იქნებოდა, მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გადიოდა, რომელსაც სტუმრად უფრო მეტი გოლი ჰქონდა გატანილი.

თუმცა, ეს წესი უკვე აღარ მოქმედებს და ფრის შემთხვევაში გუნდები დამატებით დროს, საჭიროების შემთხვევაში კი პენალტების სერიას ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას ბოლო ორ სეზონში სწორედ ამ წესის გამო გამოეთიშა, როდესაც ჯერ „ლიონთან“ დამარცხდა (0:1 სტუმრად, შინ 2:1) და შემდეგ „პორტუსთან“ (სტუმრად 1:2 და შინ 3:2).

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …