ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ნიკოლო სკირა ხვიჩა კვარაცხელიას დუბლს „მონცას“ წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. სკირამაც დაადასტურა, რომ 2021 წელს ხვიჩა „იუვენტუსში“ გადადიოდა, მაგრამ მაშინ „ბებერი ქალბატონი“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ დატოვა, რამაც ტრანსფერის ჩავარდნა გამოიწვია.
„ნაპოლი“ კვარაცხელიას ტრანსფერით სიამოვნებას იღებს, რომელშიც სულ რაღაც 10 მილიონი ევრო გადაიხადა. ჯუნტოლი-პომპილოს დუეტის გამარჯვებული ინტუიციას, რომლებმაც ის ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს დაიბევეს. 2021 წლის მაისში კვარაცხელია ახლოს იყო „იუვენტუსთან“, ფაბიო პარატიჩი ხურავდა მის ტრნსფერს, მაგრამ შემდეგ ტურინელებში მენეჯერული ცვლილება მოხდა“, – წერს სკირა.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო პარატიჩიმ “იუვე” 2021 წლის ზაფხულში დატოვა და კვარაცხელიას ტრანსფერიც არ შედგა.