სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა ხუან კუადრადო, არკადიუშ მილიკი და მასიმილიანო ალეგრი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
სამივე მათგანი „მონცასთან“ შეხვედრას გამოტოვებს. ამის მიზეზი „სალერნიტანასთან“ მიღებული წითელი ბარათებია, რომელიც იმ გოლის გამო მიიღეს, რომელიც მსაჯისა და VAR-ის უნიათო, დაუდევარი მოქმედების შედეგად უსამართლოდ გაუქმდა.
სამაგიეროდ, სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მაგალითად, მილიკი დისკვალიფიკაციას იმსახურებს იმ გოლის გამო, რომელიც თამაშის წესების სრული დაცვით გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა: 15 000 ევროთი დააჯარიმეს მასიმილიანო ალეგრი, ფინანსური სასჯელი გამოუწერეს „იუვესაც“, რომელიც 5 000 ევროს გადაიხდის…