ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 30-ე ტურში სტუმრად „სასუოლოსთან“ 0:1 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
პერინი 7 – დაცვას სიმშვიდეს გადასცემს, ისევე, როგორც მთელი სეზონი ამტკიცებს, რომ სანდოა. „სასუოლოს“ გატანა ბევრად ადრე შეეძლო, რომ არა ის.
გატი 6.5 – ევროპა ლიგის ჯადოსნური ღამის შემდეგ კარგად ითამაშა. ახლოს იყო ავტოგოლთან ერთად შეცდომაც დაუშვა, მაგრამ ის ერთადერთი იყო, ვინც გუნდს ენერგიას აძლევდა.
ბრემერი 6 – თითქოს უნდა დაესვენა, მაგრამ ის მოედანზე საჭიროა.
დანილო 6 – აბსოლუტურად ამოსავალი წერტილი, ალეგრი მასზე უარს არასდროს ამბობს.
ბარბიერი 6.5 – ნორმალური დებიუტი სერია A-ში.
კუადრადო 5.5 – მას ყოველთვის თამაში არ შეუძლია, როდესაც მოედანზე შევიდა გუნდის დონე ვერ გაზარდა.
ფაჯოლი 5 – ცრემლები გამოხატავს მის მიჯაჭვულობას გუნდზე, მაგრამ ეს ნაკლებად გამოსადეგია. მთელი თამაში ცუდად ჩაატარა, არა მარტო მაშინ, როდესაც დეფრელს საგოლე პასი გაუკეთა.
მირეტი 5.5 – ყოველთვის რაღაც აკლია, უფრო სწორად, მართლაც, რაღაც აკლია.
პარედესი 5.5 – გუნდის დალაგება ნახევარდაცვაში ვერ მოახერხა.
პოგბა შ.გ – მან მხოლოდ ბოლო წუთები ითამაშა.
რაბიო 6 – თავით ახლოს იყო გოლთან, რითაც უძლურ „იუვეს“ გადაარჩენდა.
კოსტიჩი 5.5 – ის ახლა ცარიელია, მაგრამ სეზონი ჯერ კიდევ გრძელია.
კიეზა 5.5 – ჩვეულებრივი მუხტი, რომლებიც საფრთხეს ქმნის, „იუვეს“ ის უფრო მეტი დროით სჭირდება. მატჩის ბოლოს აუტის ხაზთან ბურთი ვერ გააჩერა და შემდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო.
მილიკი 5 – თამაშში ვერ ჩაერთო, საათზე ნაკლებ დროში შეცვალეს.
დი მარია 6 – ამჯერად თამაშში ისე ვერ ერთვება, როგორც შეუძლია, მაგრამ მან დაბლოკა კონტრშეტევა 3-1-ზე, როდესაც „სასუოლოს“ ანგარიშის გაზრდის საშუალება არ მისცა.
ვლაჰოვიჩი 5 – როგორც მილიკმა, ისე ითამაშა, მაგრამ მთელი თამაში. იქნება ეს სისტემა თუ ის, აშკარა პრობლემაა საგოლე ზონაში და შესაძლოა მის ფარგლებს მიღმაც. 966 წუთია მას ღია თამაშიდან „იუვეში“ გოლი არ გაუტანია.
ალეგრი 5.5 – „იუვეს“ არ აქვს იდეები, მაგრამ ამჯერად არც ძალა ჰქონდა. „სასუოლოს“ უბრალოდ სამმაგი ენერგია და მოტივაცია ჰქონდა.