„სასუოლოს“ სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ დაადასტურა, რომ მანუელ ლოკატელის „იუვენტუსში“ თამაში სურს, მაგრამ ტურინული კლუბი ჯერჯერობით მათთვის სასურველი წინადადების შეთავაზებას არ აკეთებს.
„ჩვენ და „იუვე“ ვისაბრებთ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ შევხვდებით. ლოკატელის „იუვენტუსში“ თამაში სურს, მაგრამ გარიგების დასასრულებლად გვჭირდება შეთანხმება, რომელიც ამ დროისთვის არ არსებობს. გვინდა, მანუელმა ისევ იტალიაში ითამაშოს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული. „არსენალმა“ შეთავაზება უკვე გააკეთა, ახლა რბოლაში სხვა ინგლისური გუნდიც გამოჩნდა. ალბათ, „იუვენტუსისთვის“ უფრო ადვილი იქნება პიანიჩის ყიდვა, ვიდრე ლოკატელის“, – თქვა კარნევალიმ.
„იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დღეს უნდა შედგეს. თუ „იუვემ“ „ნეროვერდისთვის“ სასურველი წინადადება ამჯერადაც ვერ წარადგინა, დიდი შანსია, გარიგება ჩაიშალოს.